ვადაჭკორია (ხიმშიაშვილი) დოდო ალექსანდრეს ასული
ვადაჭკორია (ხიმშიაშვილი) დოდო ალექსანდრეს ასული

ვადაჭკორია (ხიმშიაშვილი) დოდო ალექსანდრეს ასული (05.VI.1923, ქუთაისი-22.XII.2017) ქართვ. მწერალი და მთარგმნელი. შიო მღვიმელის სახ. პრემიის ლაურეატი (1986), მიღებული აქვს  ღირსების ორდენი (1999). ვ. დ. დაამთავრა თსუ-ის ისტ. ფა-ტი (1946). იყო სსრკ მწერალთა კავშირის საბავშვო და ახალგაზრდული ლიტ-რის სექციის ბიუროს წევრი (1972), საკავშ. საბავშვო და მხატვრული ლიტ-რის საბჭოს წევრი (1985). მან პირველი მოთხრ. „ჭრელი ხელთათმანები“ გამოაქვეყნა (1950), ხოლო პირველი კრებ. „უცნაური დედობილი“ — (1959). ვ. დ. ავტორია რამდენიმე კრებ.: ,,თეთრი კენჭი“ (1962), ,,გაზაფხული, მზე და სიყვარული“ (1962), ,,ტატო, ქუდი და ქარი“ (1966), ,,გოლიათი კაკალი“ (1969), ,,ბროლის ციგა“ (1972), ,,ჩემი სოფელი“ (1973),  ,,ერთი კალთა სიყვარული“ (1978), ,,კენკრა ტკბილია“ (1978),  ,, ვარსკვლავები საჩუქრად” (1984),  ,,ბასარა და ტარაბისო“ (1988),  ,,ვინ მოვა პირველი საქართველოში“ (2000), მოთხრ. კრებ. ,,დედის ლოცვა“ (2005) და წიგნი ,,ყოჩივარდები“ (2014). მან თარგმნა ვ. მედვედევის, ბ. კამოვისა და სხვათა ნაწარმოებები, უკრაინული და შვედური ზღაპრები. მისი ნაწარმოებები თარგმნილია რუსულ ენაზე.  დოდო ხიმშიაშვილის ძმა კოტე იყო "საქართველოს გათავისუფლების ფრონტის" ერთ-ერთი დამაარსებელი და წინამძღოლი, რ-იც საბჭ. ხელისუფლებამ დახვრიტა (1942) ანტი საბჭ. გამოსვლებში მონაწილეობისთვის.  კოტე და დოდო ხიმშიაშვილების სახელი მიენიჭა ქუჩას თბილ., ჩუღურეთის რ- ნში (2020).

ლიტ.: ვადაჭკორია დოდო. საქართველი: ენციკლოპედია: ტ. 3. (2014), გვ. 129.